ღია ცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 9 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღია ცა - საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ითვალისწინებს სამხედრო საქმიანობის კონტროლის მიზნით თვითმფრინავების გადაადგილებას იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც შეთანხმდნენ გაეხსნათ თავიანთი საჰაერო სივრცე ერთმანეთისათვის.
1992 წელს ჰელსინკში დაიდო მრავალმხრივი ხელშეკრულება ღია ცის შესახებ.