ყარა-იუსუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:21, 9 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარა-იუსუფი – (გ. 1420), დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბარე ტომთა ერით-ერთი გაერთიანების – ყარა-ყოიუნლუს („შავბატკნიანთა“) ბელადი.

ყარა-ყოიუნლუს სადგომი იყო ვანისა და ურმიის ტბების მიდამოები, საიდანაც თანდათან გაავრცელეს გავლენა აზერბაიჯანზე და აღმოსავლეთ ანატოლიის სასაზღვრო რაიონებზე. თემურლენგიანომში დამარცხებული ყარა-იუსუფი, ერთხანს ოსმალეთის სულთნის კარზე აფარებდა თავს, შემდეგ ეგვიპტეში გაიქცა, სადაც სულთანმა ბარკუკმა თემურლენგის შიშით დაატუსაღა. თემურის გარდაცვალების (1405) შემდეგ ყარა-იუსუფი დაბრუნდა აზერბაიჯანში და დაიწყო ომი თემურიანთა წინააღმდეგ. 1410 მან დაამარცხა თავისი ყოფილი მოკავშირე აჰმედ ჯალაირიანი და ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო, რომელმაც 1468-მდე იარსება აზერბაიჯანში, სომხეთსა და არაბეთს ერაყში.

ყარა-იუსუფი ცდილობდა დაემორჩილებინა შარვანი, რომლის გამგებელმაც იბრაჰიმ შაჰმა დახმარება სთხოვა საქართველოს მეფეს კონსტანტინე I-ს და შაქის გამგებელს სიდი აჰმედს, 1412 წლის დეკემბერში მტკვრის მარცხენა ჩალაღანში ყარა-იუსუფთას ბრძოლაში მოკავშირეები დამარცხდნენ, დაიღუპა ბევრი ქართველი მეომარი, ტყვედ ჩავარდა კონსტანტინე, რომელიც ყარა-იუსუფის ბრძანებით 300 ქართველ აზნაურთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ. ყარა-იუსუფმა ყურადღება თემურიანთა ირანის სამფლობელოებზე გადაიტანა. მოკვდა თემურიან შაჰრუხთან ომის დროს.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები