შარვაშიძე ქეილაშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:40, 10 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქეილაშ აჰმედ-ბეგ შარვაშიძე (ქელეშ ბეი)აფხაზეთის მთავარი XVIII ს-ის 80-იანი წლებიდან; მანუჩარ შარვაშიძის შვილი, ახალგაზრდობაში მძევლად იყო სტამბოლში, სადაც მაჰმადიანობა მიიღო. 70-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში დაბრუნდა, თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ბიძა ზურაბ შარვაშიძე და ტახტს დაეუფლა. ოსმალებმა იგი სოხუმის ფაშადაც დანიშნეს და ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნეს.

ქეილაშ შარვაშიძემ ჯერ კიდევ 1803 ფარულად ითხოვა რუსეთის მფარველობა, მაგრამ აფხაზეთში ოსმალეთის გაბატონება უკვე მომხდარი ფაქტი იყო. 1805 წლის დამდეგიდან უკვე ნათლად ღვივდებოდა რუსეთის კონფლიქტი ოსმალეთთან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დაუფლებისათვის. გაოსმალებელ მთავარ შარვაშიძეს რუსეთის მთავრობა ტყვე ადამიანებით ვაჭრობის უფლებასაც კი უტოვებდა, ოღონდ იგი რუსეთის მორჩილი გამხდარიყო. ოსმალეთმა გამოიყენა შარვაშიძის სამთავრო კარზე არსებული უთანხმოებანი და ქელეშბეგს მის მიერვე ათვალისწუნებული შვილი ასლან-ბეგი დაუპირისპირა. 1806-დან შარვაშიძემ თავისთან შეიფარა სულთნის მოწინააღმდეგე ტრაპიზონის ფაშა და ამით ოსმალეთთან აშკარა განხეთქილებაზე წავიდა. ამ საქმეში რუსეთის დიპლომატიაც იყო ჩარეული. ოსმალებმა იარაღის ძალით რომ ვერ შეძლეს შარვაშიძის დამორჩილება, შეთქმულება მოუწყვეს მისივე შვილის ასლან-ბეგის ხელმძღვანელობით, რომელმაც მოკლა მამა და თვითონ გახდა მთავარი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები