შენიანის მოვლენები 1931

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:09, 10 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენიანის მოვლენები 1931 – („18 სექტემბრის მოვლენები“), იაპონელი მილიტარისტების შეიარაღებული შეჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში (მანჯურიაში).

18.IX. იაპონიის აგენტურამ მოაწყო პროვოკაციული აფეთქება სამხრეთს მანჯურიის რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე. ეს ინციდენტი იაპონიამ გამოიყენა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში (მანჯურიაში) შესაჭრელად. იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ თავის ხელში იღებს რკინიგზის დაცვას და ჯერ ჯარები შეიყვანა შენიანში (მუკდენში), ხოლო მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მოახდინა მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ოკუპაცია.

ერთა ლიგა, რომელსაც ჩინეთმა საჩივრის, მიმართა, ფაქტობრივად გაემიჯნა იაპონია-ჩინეთის კონფლიქტს და შემოიფარგლა მხოლოდ ლიტონის კომისიის შექმნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე იაპონელებმა შექმნეს მანჯოუ-გოს მარიონეტული მთავრობა, რომელმაც 1945 წლის აგვისტომდე იარსება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე საბჭოთა ჯარებმა არ გაწმინდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი იაპონელი ოკუპანტთაგან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები