ოლბრაიტი მადლენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:45, 10 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მადლენ ოლბრაიტი – (ინგლ. Madeleine Albright; დ. 15 მაისი 1937 — გ. 23 მარტი, 2022), აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობის პროფესორი, დემოკრატი.
სწავლობდა ევლესლის კოლეჯსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი. ეროვნული პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.
1976-78 – სენატორ ედმუნდ მასკის დამხმარე საკანონმდებლო საკითხებში;
1978-81 – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი ჯ. კარტერის ადმინისტრაციაში;
1982- 93 – ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის უცხოეთის განყოფილების დირექტორი; დემოკრატი კანდიდატების – ჯერალდინ ფერაროსა (1984) და მაიკლ დუკაკისის (1988) მრჩეველი;
1993-დან - აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში:
1997-დან – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.