ბესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:22, 18 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბესი – (დაფიქსირებულია ახალი სამეფოს დასასრულიდან). ეგვიპტელთა წარმოდგენით, არსებობდა დემონები ჯუჯა ტანით, მხიარული სახით, ცხოველის ყურებითა და კუდით. ერთ-ერთი ასეთი იყო ბესი. შესაძლოა, ისინი სახალხო რელიგიის ღმერთები იყო. მათი არსების დადგენა შეუძლებელია ტექსტობრივი მასალის არარსებობის გამო, თუმცა მათი გამოსახულებები ძალიან ბევრია. მათთან ასოცირებული იყო ღრეობა.