მენკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 30 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მენკეტი – (ეგვ. Mnk.t), ლომის ან ლომის თავიანი სახის ქალღმერთი, რომელიც მკვდართა წიგნში გარდაცვლილთა მფარველად გვევლინება. ასევე, ამზადებდა გარდაცვლილთათვის ლუდს და მსხვერპლად სწირავდა. ბერძნულ პერიოდში ძირითადად ეთაყვანებოდნენ, როგორც ლუდის ქალღმერთს.