მარიონეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:54, 31 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარიონეტი – (ფრანგ. marion, marionnette) პატრა ფიგურის სახელწოდება შუა საუკუნეების თოჯინურ მისტერიებში. მასში განსახიერებული იყო წმინდა მარიამი. შემდგომში – თეატრალური თოჯინა, რომელიც იმართება ზემოდან ძაფებით ან თავში დამაგრებული მეტალის ღეროებით. საქართველოში მარიონეტების სახალხო წარმოდგენები იმართებოდა მრავალი საუკუნის მანძილზე. ამ ტრადიციამ XIX ს. 80-იან წლებამდე მოაღწია.