მიცვალებულთა კულტი ძველ ეგვიპტეში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 31 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიცვალებულთა კულტი – მიცვალებულებზე ზრუნვა ეგვიპტეში ოჯახის, განსაკუთრებით უფროსი ვაჟიშვილის მოვალეობად ითვლებოდა. მათ განსაკუთრებული, მიცვალებულთა ქურუმები ემსახურებოდნენ. ღმერთების მსგავსად, მათთანაც შესაწირი მიჰქონდათ, რადგან ეგვიპტური წარმოდგენით ისინი ნახევრად ღვთაებრივ არსებებად ითვლებოდნენ.