ომბოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 1 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომბოსი (ეგვ. Nb.t „ოქროსი“) ქალაქი ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, 26 კმ. ლუქსორის ჩრდოლოეთით. დღეს აქ მდებარეობს თანამედროვე ქ. ნაქადა, რომელმაც მისცა სახელი ეგვიპტის წინადინასტიურ კულტურას. დინასტიურ ეგვიპტეში იყო სეტხის მნიშვნელოვანი საკულტო ადგილი.

არქეოლოგიური მონაცემებით, ქალაქი არსებობდა ყველაზე ადრე ნაქადა II-ის პერიოდიდან (დაახლ. 36000 წ. ჩვ.წ.-მდე). XVIII დინასტიიდან (ან უფრო ადრე) აქ იყო სეტხისადმი მიძღვნილი ქვის ტაძარი. წინადინასტიურ პერიოდში ნაქადა ნილოსის დაბლობის ერთ-ერთი უდიდესი დასახლება იყო, კედლით შემოღობილი ქალაქით და სასაფლაოებით. ერთ-ერთ სასაფლაოზე (ე.წ. T სასაფლაო) ნაპოვნია ძალიან მდიდრული სამარხები, რომლებიც (რაც უჩვეულოა წინადინასტიური პერიოდისათვის) აგურით იყო შემოღობილი. სავარაუდოდ, ისინი ნაქადას მმართველ ოჯახს ეკუთვნოდა. ისტორიული პერიოდის ქალაქს გაცილებით უფრო პატარა ფართობი უჭირავს, და ის ნაკლებად მნიშვნელოვანიც არის პოლიტიკური თვალსაზრისით. არქეოლოგიური მასალა საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ წინადინასტიურ პერიოდში ნაქადა პატარა სახელმწიფოს დედაქალაქი იყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები