ოსირეიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:40, 3 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოსირეიონი – სეტი I-ის დასაკრძალი კომპლექსის ნაწილი აბიდოსში. სავარაუდოდ, ეს ნაგებობა მიშენებულია სეტი I-ის მოსახსენიებელი ტაძრის უკანა მხარეზე იმ მიზნით, რომ მას მეფეთა ველის სამარხის ფორმა მიეღო. რადგან შენობის ამ ნაწილის ფუნდამენტი ტაძრის ძირითადი ნაწილის ფუნდამენტზე უფრო დაბლა მდებარეობს, ის მიწით იყო დაფარული, და ამდენად, არ იყო ცნობილი 1902 წლამდე, როცა აღმოჩენილი იქნა ფ. პეტრის მიერ გათხრების დროს. ნაგებობის გაწმენდაზე მუშაობდნენ პეტრის მეუღლე და მ. მურეი, მისი გათხრები დაასრულა ჰ. ფრანქფორტმა 1926 წ. სახელი „ოსირეიონი“ ნაგებობას დაარქვა ფ. პეტრიმ, რომელმაც, უნიკალური სტრუქტურის გამო, ნაგებობა წარმოიდგინა, როგორც ოსირისის სიმბოლური სამარხი.