ოსირისის სამარხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:07, 3 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოსირისის სამარხი – როცა სეტხმა ოსირისის სხეული დაანაწევრა და მთელ ეგვიპტეში მიმოფანტა, ისიდა გაემართა ნაწილების საძებნელად. ის მარხავდა ყველა ნაწილს იქ, სადაც პოულობდა, ამიტომ ოსირისის სამარხი ბევრი იყო ეგვიპტეში, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამარხები აბიდოსში, ბუსირისში, და კუნძულ ბიგეზე.