ოსორკონ I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:43, 3 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოსორკონ I – ოსორკონ უფროსი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 984-978 წწ.) ეგვიპტის XXI დინასტიის ფარაონია, რომელიც ტახტზე XXI (ტანისური) დინასტიის დროს ავიდა, სავარაუდოდ, ტანისური ხაზის დასუსტების გამო. მისი მამის, მაშვაშების ბელადის სახელი იყო შეშონკი. ორივე სახელი ავლენს მათ ლიბიურ წარმომავლობას. მის შემდეგ XXI დინასტიაში ისევ ტანისური ხაზი გრძელდება. სავარაუდოდ, ის XXII დინასტიის დამაარსებლის, შეშონკ I-ის ბიძა იყო.