ზუიაი (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 19 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზუიაი (I) - ჯავახეთის ერისთავი 964 წ. მოხსენიებულია კუმურდოს ტაძრის ხუროთმოძღვარ საკოცარის 964 წ-ის სამშენებლო წარწერაში, რომლის თანახმად, ტაძრის ბალავარის ჩადება მომხდარა „ლეონ მეფისა ზეჲ ქრონიკონს ზუიაა რპდ... ერისთავობასა ზუიაჲსა“. წარწერიდან ცხადი ხდება, რომ ზუიაი [ზვიად] აფხაზთა მეფე ლეონ III-ის ერისთავია.
წყაროები და ლიტერატურა
ცისკარიშვილი 1959: 18, 137, 43; შოშიაშვილი 1980: 264.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017