ბატა (ეგვიპტ. ღმერთი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:15, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბატა – (ეგვიპტ. Bȝt) ღმერთს ამ სახელით ეთაყვანებოდნენ კასაში (კინოპოლისი), მეჩვიდმეტე ზემოეგვიპტურ ნომში, რომელიც ანუბისის მთავარი საკულტო ადგილი იყო. ბატას ხარის იკონოგრაფია ჰქონდა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ იგი საინტერესოა, რამდენადაც ცნობილ ეგვიპტურ ზღაპარში ორი ძმის შესახებ ძმებს ბატა და ანუბისი ჰქვიათ.