ალ-იაკუბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 20 იანვარი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალ-იაკუბი − ახმედი, (IX ს.) არაბეთის ცნობილი გეოგრაფი.
თავისი ახალგაზრდობა გაატარა სომხეთში, შემდეგ ცხოვრობდა ხვარასანში და იმყოფებოდა ტაჰირიდების სამსახურში. მან იმოგზაურა ინდოეთში, შემდეგ დასახლდა ეგვიპტეში, სადაც ის გარდაიცვალა 897 წ.
მისი გეოგრაფიული ნაწარმოებს „ქვეყნების წიგნი“ („ქითაბ ალ-ბულდანი“) ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, შემორჩენილია მხოლოდ ერაყის, ირანის, შუა აზიის და ავღანისტანის აღწერა.