გმელინი სამუილ-გოტლიბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 27 იანვარი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამუილ-გოტლიბი გმელინი – (1744-1774 წ.წ.), იოჰან-გეორგ გმელინის ძმის შვილი. 1768--1773 წ.წ. იმოგზაურა რუსეთის სამხრეთ ნაწილის განაპირა რაიონებში 1774 წ. კავკასიაში მოგზაურობის დროს, მოხვდა ტყვედ დაღესტანში, სადაც ის გარდაიცვალა. მას ეკუთვნის მეტად მნიშვნელოვანი შრომა შემდეგი სათაურით: „მოგზაურობა რუსეთში ბუნების სამი სამეფოს გამოსარკვევად" (3 ტომი; პეტეობურგი; 1771 წ., 1777 წ., 1785 წ.; რუკებით).