ბეგობის არწივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 30 იანვარი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეგობის არწივი – (Aquila heliaca), ფრინველი შავარდნისნაირი, ქორისებრთა ოჯახიდან. ბინადრობს ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფოთლოვან, შერეულ დამეჩხერ ტეყეებში, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.