პეშელი ოსკარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 25 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოსკარ პეშელი – (1826-1875 წ.წ.), გერმანელი გეოგრაფი;
მას ეკუთვნის შემდეგი მნიშვნელოვანი შრომები:
1) „საშუალო საუკუნეების აღმოჩენათა ისტორია“ (პირველი გამოც. 1859 წ.);
2) „დედამიწათმცოდნეობის ისტორია“ (მეორე გამოც. 1877 წ.);
3) „დედამიწათმცოდნეობის ახალი პრობლემები“ (პირ. გამოც. 1870 წ.)
4) „ხალხთმცოდნეობა“ (პირველი გამოც. 1874 წ.).
1870 წელს გამოიცა პეშელის სტატიების კრებული ზოგადი გეოგრაფიის საკითხებზე სათაურით „Neue Probleme der vergleichenden“. მნიშვნელოვანია მისი დედამიწის ზედაპირის რელიეფის ანალიზი, რომელმაც ხელი შეუწყო გეომორფოლოგიის დარგის განვითარებას. პეშელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეადგინა ტოპოგრაფიული რუკები თავისი კვლევისთვის.