რატცელი ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:57, 26 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიდრიხ რატცელი – (გერმ. Friedrich Ratzel, 1844-1904 წ.წ.), გერმანელი გეოგრაფი და ეთნოგრაფი.

მან იმოგზაურა სამხრეთ ევროპაში, აშშ-ში, მექსიკასა და კუბაზე. 1876 წლიდან იყო მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სკოლის გეოგრაფიის პროფესორი და 1886 წლიდან კი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი. მას ეკუთვნის ძალიან ბევრი გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული შრომები, რომელთაგან აღსანიშნავია:
1) „ანთროპოგეოგრაფია“ (ტ. I და II შტუტგარტი, 1882-1891 წ.წ.);
2) ,„პოლიტიკური გეოგრაფია“ (მიუნხენი; 1897 წ.; მე-3 გამოცემა გამოვიდა 1923 წ.);
3) „დედამიწა და სიცოცხლე“; ტ I და II (ლაიფციგი – ვენა; 1901-1902 წ.წ.);
4) „ხალხთმცოდნეობა“. დასახელებულ შრომებში შეგროვილია აუარებელი ფაქტობრივი მასალა.



წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები