ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 28 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი). ლვოვის ქუჩიდან ვაზისუბნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. ადრე ლვოვის II შესახვევი იყო, შემდეგ — ვ. ვოლოდარსკის ქუჩა (ნამდვილი გვარი და სახელი — მოსე მარკის ძე გოლდშტეინი) (ვოლოდარსკის სახელი გიორგი ათონელის ქუჩის ნაწილსაც ერქვა). 1990 წელს ჰაიდარ აბაშიძის სახელი ეწოდა.