მერცხალკუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 4 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერცხალკუდა

მერცხალკუდა – (ლათ. Iphiclides podalirius L) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. ფრთების სიგრძე 68-72 მმ; მდედრი უფრო დიდია ვიდრე მამრი. ფრთების ძირითადი ფერი ღია ყვითელია, შავი ვერტიკალური ზოლებით, უკანა ფრთებზე კი შავი და ლურჯი არშია. ფრთებს აქვთ 15 მმ-მდე სიგრძის კუდები.

მატლი იკვებება ფოთლებითა და კვირტებით.

მკვებავი მცენარე

ფოთოლდაკბილული გრაკალი, მაჟალო, ყამბრო, ელდარის პანტა, კავკასიის პანტა. აზიანებს ხეხილს, განსაკუთრებით ატამსა დიდი ზიანი მოაქვს სანერგეებში და ახალგაზრდა ხეხილის ბაღებში. აფხაზეთში აღნიშნულია დაფნის ახალგაზრდა ნარგავების დაზიანება. იმაგო ფრენს II –IV და VI –VIII, ტყე-ველიან ლანდშაფტში 2000 მ-დე ზღვის დონიდან.

გავრცელება

გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აგრეთვე ყირიმსა და კავკასიაში. გვხვდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საშუალო სიხშირით.


წყარო

საქართველოს დენდროფილური ქერცლფრთიანები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები