ჰეიდარ ალიევის სანაპირო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 5 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰეიდარ ალიევის სანაპირო – სანაპირო თბილისში, კრწანისის რაიონში, მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთი აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. ჰეიდარ ალიევის სახელი ეწოდა 2007 წელს. ამავე წელს გაიხსნა მემორიალი და მონუმენტი, რომელზეც აღნიშნულია მანძილი თბილისიდან ბაქომდე (556 კმ).