ისააკ ალიხანიანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 5 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისააკ ალიხანიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ნიკიფორე ირბახის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც განჯის შესახვევი; 20-იან წლებში — ელიზავეტპოლის ქუჩა, 30-იან წლებში მაჰაჩყალის ქუჩა დაერქვა. 1947 ისააკ ალიხანიანის სახელი ეწოდა.