ლემზირ მენნიაშ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 22 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლემზირ მენნიაშ-ი - (სვან.), სარიტუალო პური, ე.წ. ხარების მკვებავი კვერი, ცხვებოდა ბარბალობას. ეწირებოდა წმინდა ბარბარეს ხარების გამრავლებისათვის. ამავე დღეს ცხვებოდა მწველავის კვერიც - „ლემზირ მეშგალიაშ“ - ყველანაირი მეწველი ცხოველის გამრავლებისათვის.
რიტუალის მთავარი მონაწილე იყო ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელიც ლოცვა-ვედრების წარმოთქმის შემდგომ თავადვე მიირთმევდა შენაწირ ლემზირებს.