ჟამის საწირი - (ხევს.), სარიტუალო შესაწირავი პურები - სამი დიდი ხავიწიანი ქადა - ერთმანეთზე დაწყობილი და მათზე დადებული 9 უბრალო თხელი პური.
ღამის სამთელოს დასტურები მოიტანენ, დააწყობენ ტაბლაზე და დალოცავს ხევისბერი.
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი