კოქტეილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 12 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოქტეილი – (ინგლ. cocktail), სასმელი, რომელიც მზადდება რამოდენიმე ინგრედიენტის ერთმანეთთან შერევით. კოქტეილები შეიძლება იყოს ალკოჰოლური (შეიცავს ალკოჰოლურ სასმელებს, ერთის ან მეტი ინგრედიენტის) და უალკოჰოლო.
ყველაზე ხშირად, კოქტეილებს ამზადებენ ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში შერევით, ან სხვა ინგრედიენტების დამატებით, როგორიცაა ხილის წვენი, ნაღები, არომატიზებული სიროფი და სხვ.
კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. კვერცხის გულს შევურიოთ შაქრის სიროფი, ვურიოთ და თანდათანობით დავუმატოთ არაყი და რომი. ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ რძე და ავურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა ქაფისებრ კონსისტენციამდე. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, ჩავასხათ ბოკალში და მოვაყაროთ გახეხილი მუსკატის კაკალი.