ბაზმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 22 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაზმა - ერთგვარი სარიტუალო ცეცხლი. ბატონებით დაავადებულ ბავშვს, როცა გადალოცვის დრო მოუვა, ხონჩაზე დადებენ ტკბილეულს, ფერად ნაჭრებს და მათთან ერთად თიხის ჯამზე ანთებულ ცეცხლს, რომელიც უკიდია ნიგვზის ლებნებს და იწვის ლიცლიცა სუსტი, მოცისფრო ალით. იმერეთში არსებობს წყნარი ამინდის გამომხატველი გამოთქმა: „ისეთი ამინდია, ბაზმა არ დაქვრებაო“. ეს ხაზს უსვამს ბაზმის ალის სინაზეს და ზოგადად კარგად შეესატყვისება „ბატონების“ ჭირვეულ ბუნებას.