ვანილის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 19 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვანილის ლიქიორი
5-6 გრ ვანილი;
3 ლ სპირტი;
2 კგ შაქარი;
6 ჭიქა წყალი;
5-6 გრ დარიჩინი;
3 ცალი მიხაკი
შუშის ქილაში მოვათავსოთ ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, დავასხათ სპირტი და 3 ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი და დავდგათ მზეზე 2 კვირის განმავლობაში. მიღებულ სითხეს შევურიოთ 3 ჭიქა წყლისა და შაქრისგან მომზადებული სიროფი, ავურიოთ, გავწუროთ და ჩავასხათ ბოთლებში.