მარწყვის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 19 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარწყვის ლიქიორი
1 კგ მარწყვი;
1 ლ სპირტი;
750 გრ არაყი ან სპირტი;
2 ჭიქა წყალი.
მწიფე მარწყვი ჩავყაროთ შუშის ჭურჭელში, დავუმატოთ მაგარი არაყი ან გამოხდილი წყლით გაზავებული სპირტი (50) და გავაჩეროთ 3 კვირის განმავლობაში. ცალკე მოვამზადოთ სიროფი წყლითა და შაქარით. შემდეგ გაცივებული სიროფი შევურიოთ მარწყვის ნაყენს, კარგად გავწუროთ ქაღალდის ფილტრში ან რამდენიმეფენიან მარლაში, ჩავასხათ ბოთლებში და კარგად დავახუროთ თავსახური (რაც უფრო დიდხანს ინახება ლიქიორი, მით უფრო გემრიელი და არომატულია).