მსხლის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 19 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსხლის ლიქიორი
1 კგ მსხალი;
1 ლ სპირტი (ან არაყი);
500 მლ წყალი;
1 კგ შაქარი;
გახეხილი მუსკატის კაკალი.
გარეცხილი მსხალი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავასხათ 0,5 ლ სპირტი, 250 მლ წყალი, დავდგათ 7-8 დღის განმავლობაში და გავწუროთ. დარჩენილ წყალს შევურიოთ შაქარი, მოვამზადოთ სიროფი და შევურიოთ მომზადებულ ნაყენს. შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი სპირტი, მუსკატის კაკალი, ისევ გავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და შევინახოთ მშრალ ადგილას.