ჩაი უზბეკურად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 26 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩაი უზბეკურად
25 გრ მწვანე ჩაი;
1 ლ წყალი
მწვანე ჩაი ჩავყაროთ კარგად გაცხელებულ ჩაიდანში, დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი და მოვათავსოთ 2 წუთით ღია ღუმელში. შემდეგ ჩავასხათ ჩაიდანში მდუღარე წყალი ნახევრამდე და გადავაფაროთ ჩაის ტილო. დავაყენოთ 3 წუთით, დავუმატოთ მდუღარე წყალი ჩაიდნის 3/4 მოცულობამდე, გავაჩეროთ კიდევ წუთი და ჩაიდანი ბოლომდე შევავსოთ მდუღარე წყლით.