გარგარის კისელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:46, 26 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარგარის კისელი
180 გრ ჭერმის ჩირი;
1/4 ჩ/კ ლიმონის მჟავა;
180 გრ ნაღები;
1,2 ლიტრი წყალი;
180 გრ შაქარი;
35 გრ კარტოფილის სახამებელი.
ჭერმის ჩირი გავრეცხოთ, დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ 2-3 საათით გაჯირჯვებამდე. შემდეგ ჩირი მოვხარშოთ იმავე წყალში შერბილებამდე, გავხეხოთ ჩირი, ისევ ჩავუშვათ თავისსავე ნახარშში, დავუმატოთ შაქარი, ლიმონმჟავა და ავადუღოთ. ცალკე გავხსნათ სახამებელი ცივ წყალში, თანდათანობით დავასხათ ჩირის ნახარშს და ისევ ავადუღოთ. ნაღები ცალკე ავთქვიფოთ და დავუმატოთ ჭიქაში დასხმულ კისელს.