კრუშონი „კინგი“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:24, 11 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრუშონი „კინგი“
0,5 კგ ჟოლო;
1 ჭიქა შაქრის ფხვნილი;
2 ლ თეთრი მშრალი ღვინო.
2 ბოთლი მინერალური წყალი ან 1 ბოთლი შამპანური;
გადადუღებული წყალი.
ჟოლო გავრეცხოთ, საწურზე გავწუროთ და ჩავყაროთ ღრმა ჭურჭელში. მოვაყაროთ შაქარი, მოვასხუროთ ადუღებული წყალი და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით. შემდეგ დავასხათ თეთრი ღვინო და ისევ შევდგათ მაცივარში 1,5-2 საათით. მაგიდასთან მიტანის წინ დავამატოთ შამპანური ან მინერალური წყალი და მსუბუქად მოვურიოთ.