ბათიაშვილი ლიზა
ლიზა ბათიაშვილი − (7.მარტი. 1979, თბილისი], ქართველი მევიოლინე. ბათიაშვილის პირველი პედაგოგი იყო მისი მამა ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი, რომელიც შვილს 4 წლის ასაკიდან ამეცადინებდა. 1991 მისი ოჯახი გერმანიაში გადასახლდა. სწავლობდა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 გაიმარჯვა სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე.
ბათიაშვილი არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი – ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამის „New Generation Artists“ გამარჯვებული, ნიუ-იორკის და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრებთან. უკრავს კელნის, ლოსანჯელესის, ბოსტონის, სანკტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.
ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, მისი მეუღლეა ცნობილი ჰობოისტი ფრანსუა ლელუ. ბათიაშვილ-ლელუს დუეტს თანამედროვე კომპოზიტორებმა მიუძღვნეს კონცერტები: გ. ყანჩელი (2007), ფრანგი კომპოზიტორი ტ. ესკაიჰა (2014) და სხვ.
რეპერტუარში აქვს: ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, შუმანი, ბრამსი, ჩაიკოვსკი, სიბელიუსი, ცინცაძე და სხვ. პერიოდულად კონცერტებს მართავს თბილისში.
თ. თამარაშვილი