სამკლავე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 16 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამკლავე

სამკლავე - 1. მკლავზე წამოსაცმელი, სახელოს მოყვანილობისა, იდაყვიდან თითებამდე სიგრძის. მოქსოვილი ან ნაჭრისგან შეკერილი. იყენებდნენ ზამთარში მკლავების გასათბობად. სამკლავე სვანეთსა და ხევსურეთში საპირესა და სარჩულს შორის ბამბაფენილი და საპირეზე დალიანდაგებულიც უნდა ყოფილიყო. ხევსურული სამკლავე შეხსნილია და ღილებით შესაკრავი. ამასთან, იგი შემკობის მხრივაც გამორჩეულია. კერძოდ, შალისა თუ აბრეშუმის ძაფებით შესრულებულ ნაქარგში ჭარბად იყო გამოყენებული საქართველოს მთის ზოლისათვის ტიპური გეომეტრიული ჭრელი, აგრეთვე გაფორმების აპლიკაციის წესიც - ფერადი ქსოვილის პატარა ნაჭრებით მორთვას ითვალისწინებდა.

2. სამხედრო შეიარაღებიდან მკლავის დასაცავი ლითონის ფირფიტა. მას იყენებდნენ აგრეთვე ფარიკაობის დროს. (იხ. ხელკავი)

ც.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები