ასარი (კურორტი ლატვიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:01, 21 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასარი – (ინგლ. Asari, რუს. Асари), ზღვისპირა კლიმატური კურორტი ლატვიაში, ქ. რიგიდან 28 კმ-ში, დასავლეთით. შედის კურორტ იურმალას შემადგენლობაში, მდებარეობს ბალტიის ზღვის რიგის ყურის ნაპირზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – ზღვისპირა. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C. გაზაფხული ხანმოკლეა. ზაფხული – გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17°C. ფარდობითი ტენიანობა ზამთარში 85%-ია, ხოლო ზაფხულში _ 75%. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 650 მმ-ს. ნალექები, ძირითადად, მოდის წელიწადის თბილ პერიოდში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1800 საათია წელიწადში.

ასარის ტერიტორიაზე მდებარეობს ფიჭვნარის ტყე-პარკი. გარდა ამისა, ასარში გავრცელებულია ბაღები, სადაც ხარობს მარწყვი.

ასარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ასარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ასარიში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური, არაობსტრუქციული დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. გარდა ზემოაღნიშნულისა, ავადმყოფებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ მიიღონ მკურნალობა მინერალური წყლების (გოგირდ- წყალბადიანი (სულფიდური), სულფატურ-კალციუმიანი, იოდო-ბრომიანი და ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები) და სამკურნალო ტალახის (საპროპელისა და ტორფის სამკურნალო ტალახები) გამოყენებით, საკურორტო პროფ ლაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებებში, რომლებიც მდებარეობს ქ. იურმალას სხვა რაიონებში (პუმპური, მელუჟი, ვაივარი, კემერი და იაუნკემერი). მინერალური წყლები გამოიყენება პერორალური მიღებისთვის (დასალევად), აბაზანების, გამორეცხვებისა და შესხურებებისთვის. სამკურნალო ტალახი გამოიყენება აბაზანების, აპლიკაციებისა და ტამპონებისთვის.

მინერალური წყლების დალევა რეკომენდებულია: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების დაავადების დროს.

მინერალური წყლის აბაზანებისა და სამკურნალო ტალახის გამოყენება რეკომენდებულია: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიებისა და სიმსუქნის დროს.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ასარის მიდამოებში (ქ. იურმალას რაიონებში – დუბელტის რეგიონში (მოციქულთა სწორისა, რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა ვლადიმირის მართლმადიდებლური ეკლესია (1864-1867 წლები), ლუთერანული ეკლესია (1909 წელი) და პოეტ ასპაზიას სახლ-მუზეუმი), კემერიში (დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს მართლმადიდებლური ხის ეკლესია (1893 წელი), ლუთერანული ეკლესია (1897 წელი) და ნაციონალური პარკი „კემერი“ და სხვ.), ბურდულში (ლუთერანული ეკლესია (1889 წელი) და დენდროლოგიური პარკი; ძინტარსში – საკონცერტო პარკი და ტყე-პარკი; მაიორში – იანის რაინისის მუზეუმი, ი. რაინისისა და ასპაზიას ძეგლები; აკვაპარკი „Livu“ ქ. იურმალასთან; ეთნოგრაფიული მუზეუმი დაბა კურზემეში და სხვ.) და
ქ. რიგაში (დომის ლუთერანული ტაძარი (2011 წელი) მასში დაყენებული ორგანით (1883-1888 წლები); ლუთერანული ეკლესიები – წმიდა იაკობის (1225 წელი), წმიდა იოანე ნათლისმცემლის (1234 წელი); ყოვლადქებულისა და მოციქულისა წმიდა პეტრესი (აშენდა 1408 წელს, დაიწვა 1721 წელს, აღდგენილი იყო და დაინგრა დაბომბვის შედეგად 1941 წელს, საბოლოოდ ახლიდან აშენდა 1973 წელს); ყოვლადწმიდა სამების მართლმადიდებლური ეკლესია (1779-1850 წლები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მწუხარე მარიამის (XVIII საუკუნის დასასრული) და წმიდა მარია-მაგდალენასი (XIX საუკუნე); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია (1859 წელი); გრებენშჩიკოვის სტაროვერული თემის სამლოცველო სახლი სამრეკლოთი (1760 წელი); სინაგოგა (XX საუკუნე) და სხვ.; რიგის ციხე-დარბაზი (1330 წელი); ვაჭართა დიდი და პატარა გილდიების შენობები (XIII_XIV საუ- კუნეები); კონვენტის ეზო (XIII საუკუნე); სეიმის (პარლამენტის) შენობა (1867 წელი); მუზეუმები – სამხედრო (დენთის კოშკში), არქიტექტურის („სამი ძმები“-ს შენობაში), საზღვარგარეთული ხელოვნების, ლატვიის ისტორიული, რიგის ისტორიისა და ზღვაოსნობის, პაულ სტრადინიას სახ. მედიცინის ისტორიის, კულტურის „დაუდერი“, ბუნების, ფაიფურის, ფოტოგრაფიის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ებრაელების, რიგის საავტომობილო, რიგის რკინიგზის, ეთნოგრაფიული და სხვ.; ლატვიის სახელმწიფო სამხატვრო გალერეა; რიგის ზოოპარკი და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები