აზნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 23 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზნი (ოს. Азни) - ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, რომელიღაც სტეპის მპყრობელი; ჰყავს სამი ვაჟი, რომლებიც ურუზმაგისა და სოსლანისაგან ხარკს ითხოვენ. შეშინებული ნართები დახმარებისთვის სათანას მიმართავენ. ნართების დიასახლისი დონბეთირებთან მყოფი თავისი ვაჟის – ასანას მეშვეობით ანადგურებს აზნის ვაჟებს.
ლიტერატურა
- ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977;
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017