პატარა ატენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:22, 22 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატარა ატენი – (Patara Ateni; Патара Атени), კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში, ქ. გორიდან სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ტანის (მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. პატარა ატენი მდებარეობს ქ. გორიდან 6 კმ-ში და ზღვის დონიდან 710 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის Nო 655 ბრძანებულებით.

ჰავა – დაბალი მთის, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,2°C. ზაფხული ხანგრძლივია და თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,9°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 74 %-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 498 მმ-ს.

პატარა ატენის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი ატამი, ქლიავი და სხვ.) და ვენახებით. საკურორტო ადგილის მიდამოებში გვხვდება: ჭალის ტყეები, მუხნარ-რცხილნარი, ჯაგნარი და ჯაგეკლიანები.

პატარა ატენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მთის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

პატარა ატენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები პატარა ატენში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

პატარა ატენის მიდამოებში (ნაქალაქარ უფლისციხის კლდეში ნაკვეთი რამდენიმე კომპლექსი, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირას, გორიდან 8 კმ-ში (ძვ.წ. VI-I საუკუნეები-ახ.წ. შუა საუკუნეები); ატენის სიონი (VII საუკუნე); გორის ციხე (XIII საუკუნე); ი. სტალინის სახლ-მუზეუმი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გორში და სხვა).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები