კახიძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ კახიძე – (23 მარტი 1959, თბილისი), ქართველი დირიჟორი. ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014), თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).

1981 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება (იქვე ასპირანტურა) ნ. სიდელნიკოვის (კომპოზიცია) და ე. დენისოვის (ინსტრუმენტობა) ხელმძღვანელობით. 1988-89 ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამამისის ჯ. კახიძის ხელით. 1989 დირიჟორობდა საკუთარ ბალეტ „ამორძალებს“ (თბილისი), 1994-იდან იწყებს სიმფონიურ დირიჟორობას. 2002-იდან „თბილისის სიმფონიური ორკესტრის“ მთავარი დირიჟორია და ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური-კულტურის ცენტრის პრეზიდენტი. მართავს გასტროლებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე თბილისის სიმფონიურ ორკთან ერთად (2004-მოსკოვში, პეტერბურგსა და იტალიაში, 2005 – ჩინეთში). თანამშრომლობს თანამედროვეობის გამოჩენილ მუსიკოსებთან და მუსიკალურ კოლექტივებთან მრავალფეროვანი რეპერტუარით (გ. ყანჩელის „STYX“-ის პირველი შემსრულებელი). ატარებს ჯ. კახიძის მიერ დამკვიდრებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებს „შემოდგომის თბილისი“.

ვახტანგ კახიძე ავტორია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისა (მათ შორის, დიდი ფორმის ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, მუსიკა კინო და დრამატული თეატრისათვის, ჯაზური კომპოზიციები). გამოდის როგორც პიანისტი ცნობილ ჯაზურ კოლექტივებთან ერთად. მიღებული აქვს მთელი რიგი (მათ შორის, საერთაშორისო) პრემიები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები