კლავიატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:09, 25 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლავიატურა – (გერმ. klaviatur < ლათ. clavis – გასაღები), მუსიკალურ საკრავებში გარკვეული თანამიმდევრობით განლაგებულ ბერკეტთა და კლავიშთა ერთობლიობა. შედგება კლავიშებისაგან. კლავიატურა პირველად XII საუკუნეში გამოიყენეს ორგანზე, ხელის კლავიატურის გარდა (მანუალები), ფეხის კლავიატურა – პედალიც ჰქონდა. ენაკიან-კლავიშიანი მუსუსიკალური საკრავების კ კლავიატურას ღილაკები განლაგებული აქვს გრიფსა და კორპუსზე. სასულე საკრავების კლავიატურას ზოგჯერ კლაპანისა და ვენტილის მექანიზმსაც უწოდებენ.