კოდაი ზოლტან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:21, 25 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოლტან კოდაი –(16 დეკემბერი 1882, კეჩკემეტი – 6. მარტი 1967, ბუდაპეშტი), უნგრელი კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ბ. ბარტოკთან ერთად თანამედროვე უნგრული მუსიკის ფუძემდებელი. უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1945), მისი პრეზიდენტი (1946-49). 1905 დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ფ. ლისტის სახელობის მუსიკალური აკადემია (კომპოზიციის განხრით, ი. კესლერთან), სადაც 1907-იდან ასწავლიდა მუსიკის თეორიას, 1908-40 კომპოზიციას. კოდაის ეკუთვნის მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომები: `ეთნოგრაფია და მუსიკისმცოდნეობა~ (1933), `უნგრული ხალხური სიმღერა~ (1935), `პენტატონიკა უნგრულ ხალხ. მუსიკაში~ (1937). ნაწარმოებები: სიმებიანი დუეტი ვიოლინოსა და ჩელოსათვის (1914), სონატა ჩელოსათვის (1915), სიმებიანი კვარტეტი (1916), `უნგრული ფსალმუნი~ გუნდის, ტენორისა და ორკესტრისათვის (1923), ოპერა `ჰარი იანოში~ (1926), სიმფ. ვარიაციები (1939) და სხვ. დირიჟორობდა საკუთარ ნაწარმოებებს. გამოსცა კრებულები მოსწავლეთათვის. კ. იყო უნგრ. მუსიკოსთა კავშირის პრეზიდენტი (1947). უნგრ. მუსიკისმცოდნეთა საზოგადოების თავმჯდომარე, ბუდაპეშტის, ოქსფორდის, კლუჟის უნ_ტების საპატიო დოქტორი, `მუს აღზრდის საერთაშორისო საზოგადოების~ საპატიო პრეზიდენტი (1964_67).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები