(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კონტრალტო – (იტალ. contralto), ქალის ყველაზე დაბალი დიაპაზონის ხმა. მისთვის ყველაზე დამახასიათებელი და გამომსახველია მკერდისმიერი რეგისტრი (მცირე ოქტავის ფა-სოლიდან პირველი ოქტავის ლა-მდე).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი