კორელი არქანჯელო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:04, 27 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არქანჯელო კორელი (17. II. 1653, ფუზინიანო, – 8. I. 1713, რომი), იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი. იტალიურო სავიოლინო სკოლის ფუძემდებელი. შექმნა სონატები ვიოლინოსათვის (გამოც. 1700), საანსამბლო-საორკესტრო კონჩერტო გროსოები (გამოც. 1714). მისმა კონჩერტო გროსოებმა დიდი როლი ითამაშეს კლასიკური საორკესტრო მუსიკის ჩამოყალიბებაში. თავის ნაწარმოებებში კორელი ხშირად იყენებდა ხალხურ საცეკვაო და სასიმღერო ფორმებს.