კრინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:36, 27 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრინი – უმაღლესი ძალიან წმინდა ხმა. კრინი ნაირსახოვანი რიტმითა და მდიდარი მელოდიკით მრავალხმიანი სიმღერის აქტიური ნაწილია. იგი ფუძეა „კრიმანჭულისა.“ ამ უკანასკნელის სახელწოდება წარმოქმნილია კრინი სა და მანჭვისაგან, ე.ი. დამანჭული (დაგრეხილი) კრინი.