კუპერენი ფრანსუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:05, 27 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრანსუა კუპერენი – (10 დეკემბერი 1668, პარიზი – 12 სექტემბერი 1733, იქვე], ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი, კლავესინისტი, მუსიკოსთა საგვარეულოს მთავარი წარმომადგენელი („დიდი კუპერენი“). კუპერენის შემოქმედება საფორტეპიანო საკლავესინო ხელოვნების მწვერვალია. მის სტილს ახასიათებს მელოდიური სიმდიდრე, ორნამენტების სიუხვე, მოქნილი რიტმიკა, ფორმის სრულყოფილება. კუპერენს ეკუთვნის საკლავესინო პიესების 4 კრებული, ტრიო-სონატები, კონცერტები, საორკესტრო სიუიტები, საორგანო მესები, ტრაქტატი „კლავესინზე დაკვრის ხელოვნება“.