კუპლეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:28, 27 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუპლეტი – (ფრანგ. couplet),
1. სახუმარო, კომიკური ან სატირული ხასიათის სასიმღერო ლექსი. იყენებენ ვოდევილში, ოპერეტაში, ესტრადაზე. კუპლეტი ხალხურიცაა (მაგ., ქართული გაშაირება). ქართულ ლიტერატურაში ცნობილია ა. წერეთლის „სასიმღერო კუპლეტები“.
2. სიმღერის გასამეორებელი ნაწილი.