ლამენტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 27 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლამენტო – (Iamento, იტალ. – ჩივილი), ნაღვლიანი, მწუხარე ხასიათის მუსიკალური პიესების სახელწოდება. დიდი როლი შეიძინა იტალიური მონოდიური სტილის განვითარებასთან ერთად. XVII ს. დასაწყისის მისი ნათელი ნიმუშია არიადნას ლამენტო კ. მონტევერდის ოპერა „არიადნაში“ (1608). ლამენტო გვხვდება XVII-XVIII ს. ოპერებში, ორატორიებში, კანტატებში (პერსელის ოპერა „დიდონა და ენეა,“ გ. ჰენდელის ოპერები). XVII ს. მეორე ნახევრიდან ტერმინი ლამენტო გამოიყენება ინსტრუმენტული ნაწარმოების მიმართაც.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები