ლესიუერი ჟან ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან ფრანსუა ლესიუერი –(15. II. 1760, დრიუკა-პლესიელი, – 6. X. 1837, პარიზი], ფრანგი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1813). 1786-იდან ხელმძღვანელობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კაპელას. 1793-იდან პროფესორი და ეროვნული მუსიკალური ინსტიტუტის (1795-იდან კონსერვატორია) ინსპექტორი. მისი მოწაფეები იყვნენ ჰ. ბერლიოზი, შ. გუნო, ა. ტომა. მას ეკუთვნის 9 ოპერა, მათ შორის „გამოქვაბული“ (ე.წ. „ხსნის ოპერის“ ჟანრის ნიმუში, 1793), მრავალი საგუნდო სიმღერა და ჰიმნი, მათ შორის „საფრანგეთის რესპუბლიკის ტრიუმფების სიმღერა“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები