ლიტავრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 29 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიტავრა – (გვიანდ. ბერძ. (po)lytaurea< ბერძ.poly ბევრი და taurea დოლი), ძველებური დასარტყამი მუსიკალური საკრავი. XVI ს-იდან ორკესტრის შემადგენელი ნაწილია. ლიტავრის ქვაბის ფორმის კორპუსს (სპილენძის, თითბრის ან ალუმინის) ზევიდან გადაკრული აქვს ტყავის მემბრანა. საკრავის აწყობა ხდება მემბრანის ან პედლების მექანიზმების დაჭიმვით. ქვევით კორპუსის ცენტრში არის სარეზონატორო ნახვრეტი. ლიტავრა 2 ჯოხის მეშვეობით გამოსცემს მჭექარე ხმას. ორკესტრში გამოიყენება სხვადასხვაგვარად აწყობილი 2-5 და მეტი ლიტავრების კომპლექტი.